
პარტია „გირჩის“ ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. რაქვიაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციის პროცესს ხელი შეუშალა.
„მახსოვს, მთელი „ქართული ოცნება“ ამართლებდა სალომე ზურაბიშვილს, მხარს უჭერდნენ. როგორც ყოველთვის, როგორც წესი, როცა გუნდის წევრია, ყოველთვის მართალია, როცა გუნდის წევრი აღარ ხდება, ის ყოველთვის მტყუანია. ეს მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია ჩვენი პოლიტიკისთვის. გაურკვეველია, რაში შეუშალა ხელი ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციას. ჩემი აზრით, პირიქით, ბევრი სწორი განცხადება გააკეთა“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „არავის ბრალი არაა, გარდა ჩვენი თავისა, რომ ვერ ვიყოლიეთ პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის საქართველოს კონსტიტუციური უფლებამოსილებები საპარლამენტო მოდელში“ - თეა წულუკიანი