მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაქვს ორი გზა: ბოლომდე ვიბრძოლო ან ქვეყნიდან წავიდე“ - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ის ამ არჩევნებზე ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

მისი თქმით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მისთვის მიუღებელია.

ნიკა მელიამ, ასევე, ისაუბრა ფარული ჩანაწერების შესახებაც და აღნიშნა, რომ იმედოვნებს მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ჩანაწერები საჯარო სივრცეში არ მოხვდეს.

„რაც ჩვენს გარშემოა, ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენები: სკანდალიც არის და სკანდალიც. მაქვს ორი გზა ბოლომდე ვიბრძოლო ჩემი შვილის უკეთესი მომავლისათვის, ან ქვეყნიდან წავიდე. რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ წასვლას. ან უნდა გახდე მორჩილი ამ რეჟიმის, ან იბრძოლო და ეს ბრძოლა დაგვირგვინდება გამარჯვებით.

ამ არჩევნებზე ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენი ერთი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ამ ხმით მომავალი აჩუქოთ თქვენს შვილებს. წინ გველის დიდი გამარჯვება ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქართული საზოგადოება მოიკრებს ძალას, ხმასაც დავიცავთ და სალი კლდესავით დავდგებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჩემი კონკურენტი არის ქართველი ხალხის ცხვირჩაქინდრულობა“- ანა დოლიძე (ვიდეო)