მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მარგველაშვილი ნამდვილად არ არის სააკაშვილის მხარდამჭერი, მაგრამ ძალიან ღირსეულად იქცევა“ - ხოშტარია

ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას აფასებს და ღირსეულს უწოდებს.

ელენე ხოშტარიას თქმით, მარგველაშვილი ღირსეულად იქცევა როგორც ადამიანურად, ასევე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„გიორგი მარგველაშვილის პოზიცია არის ძალიან პატივსაცემი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ წლების განმავლობაში ის ნამდვილად ებრძოდა მიხეილ სააკაშვილს, ის ნამდვილად არ არის მისი მხარდამჭერი, მაგრამ მარგველაშვილი ძალიან ღირსეულად იქცევა როგორც პოლიტიკურად, ასევე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ნორმალურ ქვეყანაში ეს სალაპარკოც არ უნდა იყოს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მართლმსაჯულება არ არსებობს და შურისძიება მიდის“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ „პირველთან“ საუბარში.

ინფორმაციისთვის, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რამდენად მზად არიან ქართველები ზვიად გამსახურდიას მერე საქართველოს ჰყავდეს მიხეილ სააკაშვილი როგორც წამებით გარდაცვლილი პრეზიდენტი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

🔴 „რამდენად მზად ვართ ზვიად გამსახურდიას მერე სააკაშვილი გვყავდეს, როგორც წამებით გარდაცვლილი პრეზიდენტი?“ - მარგველაშვილი