მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მას შემდეგ, რაც გავხდები ქუთაისის მერი, არცერთ საჯარო მოხელეს არ მოუწევს პოლიტიკური დავალების შესრულება“ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე

„მინდა ვუთხრა ქუთაისელებს, მას შემდეგ, რაც მე გავხდები ქუთაისის მერი, არცერთ საჯარო მოხელეს არ მოუწევს პოლიტიკური დავალების შესრულება“, - ამის შესახებ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან აღნიშნული კომენტარი „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის „ქართული ოცნების“ მომხრეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობასთან დაკავშირებით გააკეთა.

„არცერთი თანამშრომელი არ იქნება უსამართლოდ დაჩაგრული, როგორც ამას „ქართული ოცნება“ უკეთებს მათ. ამიტომ სევდიანია ეს ამბავი „ქართული ოცნებისთვის“ თითქოს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებსაც არ უნდოდათ ეს, არაუშავს“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ მოემართებიან. ისინი 18:00 საათზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სააკაშვილის პირად ექიმს არ აძლევენ ნახვის საშუალებას და რა მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნაზე გვესაუბრებიან?“ - უდუმაშვილი

⭕ „პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს“ - სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მეუფე ნიკოლოზმაც მოაწერა

⭕ „სააკაშვილს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა“ - მეუფე გრიგოლი

⭕ „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)