მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე ISFED-ზე: თურმე პარალელური დათვლის მონაცემები გაყალბებულა და არა არჩევნები

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე - Pia.ge

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. 

„ნამდვილად არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს ჩავერევი. „ქართულ ოცნებას“ და ცესკოს აბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას და უცებ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა სკანდალი, რომ თურმე პარალელური დათვლის მონაცემები გაყალბებულა და არა არჩევნები.

ითხოვდნენ ჟვანიას გადადგომას და როგორც თქვენ ახლა მიყვებით ელენე ნიჟარაძე გადადგა. თუ რომელიმე ადამიანმა ზეგავლენა მოახდინა მასზე, ან რომელიმე თანამშრომელზე და ჩაერია ისეთი ბინძური ფორმით, რომ ჩვენ შედეგად PVT-ის გაყალბება მივიღეთ, მაშინ კარგად უნდა მივაკვლიოთ. როდესაც რადიკალურ ოპოზიციას რაღაც აწყობს და ის ისე ხდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, 11 დეკემბერს, ISFED-მ განაცხადა, რომ ხმების დათვლისას დაფიქსირებული სხვაობა არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს.

👉 „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 ცნობილია, რომ ელენე ნიჟარაძე აღარ უხელმძღვანელებს „სამართლიან არჩევნებს“.