მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე მაინც ნუ მეტყვის ვინმე, რომ ბიძინას გვერდით ვიდექი, ის იდგა ჩვენს გვერდზე“ - გუბაზ სანიკიძე

დეპუტატი გუბაზ სანიკიძე

„ბიძინას ხიბლი რაში არის „ქოცებო“, იცით? ვერცხლი აქვს. უფულო ბიძინას მანქანასაც კი არ გაუჩერებთ ქუჩაში“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, 2012 წელს რატომ იყო ბიძინა ივანიშვილის გვერდით, სანიკიძემ უპასუხა, რომ ივანიშვილი მის მხარეს თავად გადავიდა და არა პირიქით. 

„მე კი არ ვიყავი ბიძინა ივანიშვილის გვერდზე, ის გადმოვიდა ჩვენს მხარეზე, შვილი მამას ჰგავს, თუ მამა ჰგავს შვილს? სად იყო ბიძინა 7 ნოემბერს? მე მაინც ნუ მეტყვის ვინმე, რომ ბიძინას გვერდით ვიდექი, ის იდგა ჩვენს გვერდზე. სამშობლოსთვის მე არ მიღალატია, განსხვავებით ბევრისგან.

„ქართული ოცნება“ ბიძინას ვერცხლის ერთგულია, იუდას მოდგმაა, მეტი არაფერი. სამივე აბრაამისტული რელიგია გიკრძალავთ კაცის ერთგულებას, ღვთის მგმობები ხართ. ერთადერთი ერთგულების ფიცი, რომელსაც ადამიანი დებს, არის როცა იგი ცოლს ირთავს ან თხოვდება. იუდას მოდგმა ხართ, გინდათ ღმერთი გაგიყიდიათ და გინდათ სამშობლო, არაფერი სხვაობა არაა“, - განაცხადა სანიკიძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 შალვა რამიშვილის დასაცავად არის გადაქცეული სუსი, შმუსი - გიორგი ვაშაძე

👉 გამოძიება ინფორმაციის გავრცელებისთანავე უნდა დაწყებულიყო - ნანუაშვილი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხზე

👉 ბოლო პერიოდში პრეზიდენტი უკიდურესად ტენდენციურია - მდინარაძე ზურაბიშვილზე

👉 ზურაბიშვილის მხრიდან ხშირად გაუგებარი განცხადებები კეთდება, კინკლაობაში არ შევალთ - ირაკლი კობახიძე

👉 20 დაღუპული და 29 დაშავებული - საუდის არაბეთში პილიგრიმების ავტობუსი ხიდს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა