მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მე რომ ვიყო ქართველი, მოვითხოვდი, ჩამოყალიბდეს ეროვნული ერთობის მთავრობა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას ექნებოდა წამყვანი როლი იმისთვის, რომ მიაღწიონ დასახულ გეგმებს - ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარი

„კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა კონკრეტული გეგმა. ძალიან კარგია, რომ დააკმაყოფილეს ოპოზიციის და კერძოდ, „ლელოს“ მოთხოვნა ამ გეგმის წარდგენაზე. რასაკვირველია, ამ გეგმას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პირობა, რომ მას ენდობოდეს საქართველოს მოსახლეობა იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს წინსვლა,” - ამის შესახებ ევროდეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, სასურველია ჩამოყალიბდეს ეროვნული ერთობის მთავრობა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას ექნებოდა წამყვანი როლი.

ასევე, მისი თქმით ოპოზიციას შეუძლიათ დაარწმუნოს ევროპული ინსტიტუტები და ევროპული კომისია, რომ საქართველომ დათქმულ დროში მიაღწია დიდ პროგრესს.

„თუ მოსახლეობა არ ენდობა ამ გეგმას, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს გეგმა უშედეგო იქნება. მე მგონია, უნდა მოხდეს შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ გეგმას გთავაზობენ იმიტომ, რომ თუ ის ადამიანები, რომლებიც გეგმას გთავაზობენ აგრძელებენ ლაპარაკს მტრებზე პოლარიზაციაზე და ა.შ. ძალიან პატარა შანსია, რომ ამ გეგმის განხორციელებას შეძლებენ საქართველოში. ჩვენ არ ვიცით რამდენად უნდა ვენდოთ ამ გეგმას. მე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ თავისი გეგმაც წარადგინონ იმასთან დაკავშირებით, როგორ შეუძლია ოპოზიციას დაეხმაროს ხელისუფლებას ამ გეგმის განხორციელებაში იმისთვის, რომ დაარწმუნონ ევროპული ინსტიტუტები და ევროპული კომისია, რომ საქართველომ ამ 6 თვეში მიაღწია ძალიან დიდ პროგრესს. ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება მთავრობისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძირითადი ცვლილებების გარეშე პოლიტიკურ მოწყობილობაში ეს არ მოხდება. მე რომ ვიყო ქართველი, მე აუცილებლად მოვითხოვდი, რომ ჩამოყალიბდეს ეროვნული ერთობის მთავრობა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას ექნებოდა წამყვანი როლი იმისთვის, რომ დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია გაერთიანდნენ იმისთვის, რომ მიაღწიონ სანუკვარ ოცნებას და დასახულ გეგმებს,” - განაცხადა კუბილიუსმა.