მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელია: აშშ-ის ელჩს სტაბილურობა უნდა, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მელია „ქართული ოცნების“ წევრის კახა კუჭავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრიტიკასა და თავდასხმას შორის დიდი განსხვავებაა.

„ქვეყანაში იდევნება თუ არა თავისუფალი სიტყვა, მიმდინარეობს თუ არა დევნა პოლიტიკურ ოპონენტებზე, ეს ყველაფერი როდესაც ხდება, ვინც არ უნდა იყოს და ამაზე აქვს სრულიად საპირისპირო პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩემგან კრიტიკას დაიმსახურებს.

კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს“, - აცხადებს მელია.

კახა კუჭავა ნატო-ში, ონლაინ რეჟიმში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი და ასევე, მინისტერიალზე მოიწონეს ნატო-ს 2030-ის სტრატეგია.

კუჭავას განმარტებით, ქვეყნის მოკავშირეებსა და მთავარ პარტნიორებზე მუდმივად მიმდინარეობს შეტევები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.