მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეტი დაფასებით უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს, პარტნიორები ერთმანეთთან ასე არ ურთიერთობენ“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

„ჩვენ უფრო მეტი დაფასებით უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს, პარტნიორები ერთმანეთთან ასე არ ურთიერთობენ“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ნებისმიერი უთანხმოების მოგვარების გზები არსებობს და აღნიშნავს, რომ მასზე  გაკეთებული განცხადება არ აღიქმება პერსონალურად. 

ამასთან, ელჩი ამბობს, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. 

„ჩვენ ვართ აქ იმიტომ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. რაც შეეხება ვაშინგტონს და განცხადებას, რა თქმა  უნდა, ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული, იმიტომ რომ ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ეს იმიტომ, რომ საქართველო არის მისი პარტნიორი და ზრუნავს ქვეყანაზე. სწორედ ამიტომ ვართ საქართველოში და ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა იყო ძალიან დიდი. ჩვენ ვამაყობთ რომ მხარს ვუჭერდით საქართველოს ამ 30 წლის განმავლობაში და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. 

ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ პარტნიორები ერთმანეთთან ასე არ ურთიერთობენ. როგორც დიპლომატი წარმოვადგენ საქართველოში ამერიკას, ამერიკის პრეზიდენტს, ხალხს და ნებისმიერი განაცხადი ჩემს მიმართ არ აღიქმება, როგორც პირადად პერსონალურად ჩემს მიმართ, არამედ აღიქმება ამერიკელი ხალხის მიმართ. ჩვენ უფრო მეტი  დაფასებით უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს. ყოველთვის შეგვიძლია განსხვავებული მოსაზრებები, უთანხმოება განვიხილოთ პირადად. 

მეგობრობაში თუ პარტნიორობაში არსებობს უთანხმოება, განსხვავებული აზრები, თუმცა, ასევე, არსებობს მოგვარების და მათზე მსჯელობის საკითხი პირადად და ზოგიერთ შემთხვევაში საჯაროდაც. თუმცა როგორც დიპლომატი მივიჩნევ, რომ ასეთი საკითხები უნდა გადაწყდეს ხოლმე პირადად“, - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ელჩ დეგნანს სრული მხარდაჭერა აქვს. „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას“ - ნედ პრაისი

👉 „ნედ პრაისის განცხადება აშშ-ს მიერ საქართველოსთვის „ყვითელი ბარათის“ ჩვენებას ჰგავს“ - ლევან იოსელიანი

👉 „ოცნებამ“ ამერიკის ელჩის გაწვევის სპეცოპერაცია წამოიწყო“ - გია ხუხაშვილი

👉 „ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი

👉 „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე“ - დევიდ მაკალისტერი