მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მგელმა იცის ლოდინი საათობრივად, მგონია ხელისუფლება აი, ასე ელოდება პროცესებს, რომ იქნებ როგორმე დაღმართით წავიდეს - თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი Pia.ge

„200 ათასი კაცი დადგა, საოცარი და წარმოუდგენელი დღე იყო, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, მგელმა რომ იცის ლოდინი საათობრივად ხესთან, აი, ასე სულ მგონია რომ პროცესს ელოდებიან, იქნებ როგორმე წავიდეს დაღმართით“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა. 

თაკო ჩარკვიანმა ეროვნული თანხმობის მთავრობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გამოცდილი გზაა. 

„არ მაღიზიანებს არანაირად. იმიტომ რომ გამოცდილი გზა არის და ასეთი შემთხვევები ყოფილა. შემდეგ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად წავიყვანოთ პროცესები. ტექნიკური მთავრობა არის იმისთვის, რომ ჯანმრთელი  საარჩევნო სისტემა მივიღოთ. 

მე ვღელავ ხოლმე და უბრალოდ მეშინია, ამიტომ ვამბობ ცოტა ფრთხილად, რადგან ეს საქართველოა და არ მინდა ხელისუფლებამ ეს მომენტი გამოიყენოს სათავისოდ. ეს ყველაფერი სწორად უნდა ავუხსნათ ხალხს. ხელისუფლება, როცა ამბობს, გადატრიალება გინდათო, გადატრიალება როცა არ გინდა, მაშინ იქცევი ზუსტად ასე. 200 ათასი კაცი დადგა, საოცარი და წარმოუდგენელი დღე იყო, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, მგელმა რომ იცის ლოდინი საათობრივად ხესთან, აი, ასე სულ მგონია რომ პროცესს ელოდებიან, იქნებ როგორმე წავიდეს დაღმართით. 

ამასთან, არ შემიძლია არ გავაჟღერო ეს ამბავი, მამა გიორგი მამალაძის წერილი მოვიდა პარლამენტში და შეხვედრა მთხოვა, ვიყავი იქ, უბრალოდ თემის გადაფარვა მოხდა. როცა შევედი, ღია არის ყველაფერი სიცხის გამო და პატიმრები გადმოდგნენ და მეძახდნენ, რომ გვიყვარხარ და გენდობით. იცით რა დამემართა? ცრემლები მომდიოდა, თავი ვერ შევიკავე. 

ეს რატომ აღვნიშნე? რა ნახა ჩემმა თვალებმა, სად ვართ საერთოდ ან რა კვებას აწვდიან, საშინელი მდგომარეობაა. ეს ადამიანი მელაპარაკა არა თავის მდგომარეობაზე, მან მეტი წილი დრო სხვებზე საუბარს დაუთმო. მესამე კვირაა პარლამენტში შეტანილია პროექტი პარტია „კანონი და სამართლის“ მიერ საყოველთაო ამნისტიის შესახებ. საყოველთაო ამნისტია შტატებში უმძიმესი დანაშაულების ფონზე გაკეთდა. ჩვენს შემთხვევაში არ გულისხმობს ეს პედოფილიას და მანიაკებს, იქ არის გრადაცია და პრაქტიკულად 80%-ს შეეხება. ეს იქნება პოლარიზების დასრულება“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

➖  ხელისუფლებას თუ მართლა სურს რაღაც ნაბიჯის გადადგმა, მარტივია, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას - ნიკა სიმონიშვილი 

➖  ეროვნული თანხმობის მთავრობის ერთადერთი ფუნქცია დიდი ტურბულენტობის გარეშე ევროკავშირის 12-ვე პუნქტის შესრულება იქნება - შოთა დიღმელაშვილი

➖ ტექნოკრატია - რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა?

➖ რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად რეალურია ამ ტიპის მთავრობის შექმნა? - შოთა კაკაბაძის განმარტება