მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო არ არის ბათუმში გადაღებული.

„სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს ადამიანი არის კლოუნი. ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა თუ როგორი კლოუნია ის და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რაც არის ქართულ პოლიტიკაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ადამიანი არის ის არ არის ბათუმში, მისი ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ის ბათუმში იმყოფება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

👉 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

👉 „დედას ბუშტი გვიბრუნდება“ - თეა წულუკიანი სააკაშვილზე

👉 „თუ ის წერს, რომ საქართველოშია, ესე იგი საქართველოში იმყოფება“ - ენმ-ს პრესსამსახური

👉 „ვუთხარი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგით ნაბიჯი დიდი შერიგებისაკენ“