მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები შეუზღუდეს და ტელევიზორი ჩამოართვეს, რის გამოც მკურნალობას წყვეტს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში გადაყვანისას მომხდარი ინციდენტის გამო პენიტენციურმა სამსახურმა მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომები გაატარა, რაც შეხვედრების უფლების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას გულისხმობს. 

იგი წყვეტს სამედიცინო დახმარების მიღებას, იქამდე, ვიდრე იუსტიციის სამინისტრო მისი ღირსების შემლახველ კადრებს არ აიღებს ინტერნეტიდან, არ გააუქმებენ დისციპლინარულ ზომებს და არ დაუშვებენ მასთან მნახველებს. 

მისი წერილი პატიმრის პირადმა ექიმმა პაციენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან წაიკითხა. 

„დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევისთვის. ამ განცხადებიდან დაახლოებით 6 საათში, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. 

მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას. დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემ წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების უფლების შეზღუდვას და ასევე ტელევიზორის ჩამორთმევას. ამის შემდეგ დედაჩემს, რომელსაც შემოსვლისა და ჩემი ნახვის ყველანაირი ნებართვა ჰქონდა, 4 საათი ალოდინეს ქუჩაში და დააბრუნეს უკან, თბილისში. ასევე, ერთი საათის განმავლობაში, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს, სანამ ჰოსპიტლის ადმინისტრაცია არ ჩაერია. 

ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე და მათ არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემ წინააღმდეგ. ამიტომ ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და პროტესტს არ შევწყვეტ მანამდე, სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ჩემ წინააღმდეგ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას“, - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „სალომე ზურაბიშვილმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის“ - ხიდაშელი სააკაშვილის შეწყალებაზე

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი