მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილი ხალხისთვის რუსეთთან მეომრობასთან ასოცირდება“ - თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, უბრალო ხალხისთვის ექსპრეზიდენტი არა დამნაშავედ, არამედ რეფორმატორად ასოცირდება. 

„უბრალო ხალხისთვის მიხეილ სააკაშვილი ასოცირდება რეფორმებთან, შეცდომებთან კი არა. ბიუჯეტი 300 მილიონიდან 600 მილიარდამდე [მილიონამდე?] გაზარდა, 90-იანი წლებივით ბანდები არ დარბიან, ახალგაზრდა ბავშვები პირდაპირ „გაჩხერილები“ არ დარბიან ქუჩებში და რუსეთთან მეომრობასთან ასოცირდება იგი ხალხისთვის. მიშას დამსახურებით დიდი ხნის მიძინებული ქვეყნის სახელი, 9 წელი რომ არ გაუგია არავის, ისევ გაიგო მსოფლიომ ახლა და ისევ დაიჭირა ჩვენს პულსზე დასავლეთმა ხელი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, ანემია“ - ნევროლოგი სააკაშვილზე

👉 „მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა არის არაადეკვატური“ - მარიამ ჯიშკარიანი

👉 „სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები“ - ლომჯარია