მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს“ - ეკა ხერხეულიძე

„თქვან, როდის ექნება სააკაშვილს სასამართლო და ოფიციალურად ვიტყვით, რომ არანაირი ბლოკირება არ იქნება“

„ჩემი აზრით ის ხვალ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილს გული წყდება, რომ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. 

„ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ვისაუბროთ. იმიტომ, რომ ახლა წნევა აქვს. ადამიანი უბრალოდ ვერ მოძრაობს, ბარბაცით დადის სავარძლიდან საწოლამდე, სიმყარეს ვერ გრძნობს. არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. 

ჩემი აზრით ის ხვალ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს. მას ძალიან სწყდება გული. რაც შეეხება კონსილიუმს, კონსილიუმი ახლა აპირებდა შესვლას. ვერ გეტყვით მათი დასკვნა როგორი იქნება. ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისი პოზიცია მეტი აქტივობისკენ არის. საზოგადოებას მოუწოდებს, რომ უფრო მეტად აქტიური იყოს“, - აცხადებს ხერხეულიძე. 

თბილისში, ორბელიანების სასახლესთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია იმართება

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „სალომე ზურაბიშვილმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის“ - ხიდაშელი სააკაშვილის შეწყალებაზე

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი