მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, 2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.  

სასამართლო 7 ნოემბრის საქმეზე იმსჯელებს. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს 3 მოსამართლე განიხილავს.

სასამართლოს ეზოში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 სააკაშვილს სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომაზე - დიტო საძაგლიშვილი

⚫ „მირჩევნია, სააკაშვილი უფრო თავისუფალ გარემოში იყოს“ - გიული ალასანია