მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის ამ ფორმით წარმოდგენა ქართული ისტორიის სირცხვილია“ - ბექა ბასილაია

„სააკაშვილის ანალიზების პასუხები შემაშფოთებელია“

მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც ღალატის ფურცელი. 

„დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა სამწუხაროდ ეს ფურცელი ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ ფორმით წარმოდგენა ეს არის ქართული ისტორიის სირცხვილი. დღესაც არ მიეცა სააკაშვილს სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება აღედგინა, მან კვლავ ისე უნდა გაატაროს დრო გორის ჰოსპიტალში, რომ სატელეფონო ზარის განხორციელება არ მიეცეს. ასობით სხვა ადამიანს შეუძლია, რომ დარეკოს, მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია. რეალურად ხელისუფლების ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქართული მართლმსაჯულება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს ამბობს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია

👉 „მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობაც“ - მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში შეყვანის ეპიზოდს იხსენებს

👉 „ბრავო სააკაშვილი, ბრავო და ბრავო!“ - თაკო ჩარკვიანი