პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნება - კელი დეგნანი

კელი დეგნანი
1652275502
დაკოპირებულია

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ კერძო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნება. 

ამერიკელი დიპლომატის თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილმა ის მკურნალობა მიიღოს, რაც მას სჭირდება. 

„აქ მთავარი საკითხი არის ადამიანის ჯანმრთელობა და მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც ესაჭიროება. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა, რასაც უნდა მოჰყვეს მიუკერძოებელი შეფასება და რომლის მიმართაც ყველას ექნება ნდობა, ხოლო შემდგომ უნდა განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები. 

როდესაც საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილი იქნება თუ სხვა, ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელობის საკითხი“, - აცხადებს ელჩი. 

 იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

🔴 „რომელია ავტორიტეტული, რომელიც პირობას დადებს და არ შეცვლის? - ირაკლი ზარქუა თავდებობით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე

🔴 ის, რის თავდებშიც „ნაცმოძრაობა“ დგება, უკვე არსებობს როგორც სტატუს-კვო, შესაბამისად ნუ შეწუხდებიან - არჩილ თალაკვაძე

🔴 მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებლობას, რომ გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს - ანა ნაცვლიშვილი ენმ-ის ინიციატივაზე

🔴 დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი - დიტო საძაგლიშვილი