მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის ხეივანი გადაკეტეს

სააკაშვილის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის ხეივანზე გზა გადაკეტეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის ხეივნის გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. 

აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტის პატიმრობას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე გზა გადაკეტილი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმის განხილვას სასამართლოში ესწრება. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 სააკაშვილს სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომაზე - დიტო საძაგლიშვილი

⚫ „მირჩევნია, სააკაშვილი უფრო თავისუფალ გარემოში იყოს“ - გიული ალასანია