მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს“ - ბექა ბასილაია

ადვოკატი

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს,“- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ადვოკატის თქმით, დღევანდელი პროკურატურა საქართველოში დაბრუნების გამო ბრალს პირველ პრეზიდენტსაც წაუყენებდა.

ბასილაია ამბობს, რომ ამ ვითარებაში სამშობლოში დაბრუნების ნებისმიერი გზა ლეგალურია. 

„მესამე პრეზიდენტს, ამ ქვეყნის მთავარ რეფორმატორს ნამდვილად აქვს უფლება საკუთარ ქვეყანაში შემოვიდეს. მაშინ როდესაც ის იდევნება და მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში ნებისმიერი გზა სამშობლოში დაბრუნების, ლეგალურია. 

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი პროკურატურა ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა ბრალს საქართველოში დაბრუნების გამო. აქედან გამომდინარე ამ საქმის იურიდიულ კაზუისტურ ნაწილზე საუბარი სრულიად უადგილოა. ეს იყო პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური ჰეროიკული აქტები სისხლის სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება“, - აცხადებს ბექა ბასილაია.  

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი