მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ იზოლაციას უწყობენ“ - ბექა ბასილაია

ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლება სააკაშვილს პოლიტიკურ იზოლაციას უწყობს. 

ადვოკატის თქმით, დეპუტატებს სრული უფლება აქვთ გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი ნახონ. 

ბექა ბასილაია ამბობს, რომ დღეს სასამართლო თავიდან ბოლო ხელისუფლებას ექვემდებარება.

„29 ნოემბერს არის პროცესი და ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვემზადებით. მართალია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა გაუქმებულია, სასამართლო თავიდან ბოლომდე ექვემდებარება „ქართულ ოცნებისგან“ მიღებულ დირექტივებს, თუმცა ვაპირებთ რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი და ბერკეტი გამოვიყენოთ, საიმისოდ რომ საზოგადოებამ დაინახოს რამდენად მართალია მიხეილ სააკაშვილი. 

ამაში ქართველი ხალხი ისედაც დარწმუნებულია და ეს აჩვენა ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულმა ემპათიამ, იმ მხარდაჭერამ, რასაც თითოეული მოქალაქე გამოხატავდა მიუხედავად პოლიტიკური პრეფერენციებისა. 

რაც შეეხება დეპუტატების არშეშვების საკითხს, როგორ პოლიტიკურ იზოლაციას უწყობს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს. დეპუტატებს სრულიად კანონიერი უფლება აქვთ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც მე-12 დაწესებულებაში ხვდებოდნენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდოს ამიტომ ხდება დაბრკოლებების შექმნა“, - განუცხადა „მთავარს“ ბასილაიამ. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სააკაშვილის შეწყალების საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“ - ადვოკატი

 „საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“ - სააკაშვილი

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე