მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“ - კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირისთვის ამოსავალი წერტილია, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მის მიმართ დამოკიდებულება სწორად იყოს შეფასებული. 

ჰარცელის თქმით, მას არ აქვს კვალიფიკაცია სამედიცინო დასკვნაზე ისაუბროს, თუმცა ამბობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე მთლიანი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. 

„არ მაქვს კვალიფიკაცია, სამედიცინო დასკვნა რომ შევაფასო. მთავარი ამოსავალი წერტილი ევროკავშირისთვის არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მის მიმართ დამოკიდებულება სწორად და მყისიერად უნდა იყოს შეფასებული. 

ეს უნდა იყოს დაფუძნებული ექიმების რჩევებზე და ადამიანის საერთაშორისო უფლებების კონვენციაზე. მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მანდატი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით არის, თუმცა, მე არ ვარ იმ ადგილზე, რომელმაც შეიძლება რაიმე კომენტარი გააკეთოს სამედიცინო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე მთლიანი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ეს უნდა იყოს გადაწყვეტილი ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე. აუცილებელია მოქმედება მათ რჩევებზე დაყრდნობით“, - აღნიშნა ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბარში. 

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.