პოლიტიკა

🎥 „მინდა გამოვეხმაურო ძალიან ვაჟკაც პრეზიდენტს, რომელმაც ყველაფერი ხელისგულზე აჩვენა“ - ჩარკვიანი საკაშვილზე (ვიდეო)

თაკო ჩარკვიანის ფოტო
1633172753
დაკოპირებულია

„მინდა გამოვეხმაურო ძალიან ვაჟკაც პრეზიდენტს, რომელმაც ყველაფერი ხელისგულზე აჩვენა: თავისი სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება, სიყვარული, თავგანწირვა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ“, - განაცხადა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ სახელმწიფო უნდა გადაარჩინოს და ხალხმა საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს.

„სააკაშვილმა არავინ არ შეაწუხა, ეს იყო საინტერესო რამ. არ შექმნა უკრაინის ტიპის პრეცედენტი. ყველას დაგვანახვა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, საზღვარი აღარ არსებობს ამ მმართველობის გამო. ის უნდა წარდგეს ჯანმრთელი, რეფორმირებუილი მართლმსაჯულების წინაშე. ახლა ჩვენ უნდა ვიმარჯვოთ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია. გვიან ღამით მასთან უფლებადამცველი ნინო ლომჯარია შევიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პოლიტმატიმარია და შიმშილობას აცხადებს.

2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „მიხეილ სააკაშვილმა გამოაჩინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭირო არის ყველა პატრიოტისთვის“ - ნიკა მელია

🔴„სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ზედმეტია“ - მამუკა მდინარაძე

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

🔴 „თქვენ გგონიათ, რომ მე არ ვიცოდი?!“ - კალაძე