პოლიტიკა

„მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

სააკაშვილის მამა
1633686886
დაკოპირებულია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი „ფეისბუკში“ განცხადებას ავრცელებს და შვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

როგორც ის აღნიშნავს, სხვა საკომუნიკაციო საშუალება შვილთან ამ ეტაპზე არ გააჩნია და იმედოვნებს, რომ სოციალური ქსელით მაინც გააგონებს საკუთარ ხმას.

„მიშა!!!! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს.

შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა. შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება.

შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ახლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება. იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიბე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის, მიიღე გადაწყვეტილება. მალე შეხვედრამდე“, - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შევიდა.

დეკანოზმა მედიას განუცხადა, რომ ციხეში შესასვლელად პატრიარქის კურთხევა აქვს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

🔴 კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

🔴 ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴„სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“ - ნიკა გვარამია

🔴„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴„მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით“- პენიტენციური სამსახური