
„TV პირველის“ ეთერში პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს“ წევრს ლაშა დამენიას დაუპირისპირდა. ჩარკვიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარეშე „ევროპული საქართველო“ არის ნული. გარდა ამისა, როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, პარტიის ლიდერი, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ნარატივს ასრულებს.
„მთელმა საქართველომ იცის, რომ თქვენს პარტიას, კონკრეტულად ბოკერიას, მუდმივად საქართველოს პროცესის ჩამშლელის მანტია აქვს. ახლა გამოიცნოს მაყურებელმა ბიძინაზე მომუშავე, თუ ბიძინა რუსია და თქვენ ევროპელები გქვიათ და მუდმივად ბიძინას ნარატივს ასრულებთ, გამოაქვს არჩევნებზე დასკვნა ყოველთვის ამომრჩეველს. იმიტომ გაქვთ 1%. მიშა სააკაშვილის გარეშე ხართ ზერო, ნული. იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ მოღალატის პროცესში სულ, მუდმივად ადგილი. ყველამ იცის საქართველოში ბოკერიას ნარატივი, რომ გამხლეჩვის პოზიციაზე არის. ბოკერია მუდმივად ბიძინას და კობახიძის ნარატივს ახმოვანებს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „არავის ბრალი არაა, გარდა ჩვენი თავისა, რომ ვერ ვიყოლიეთ პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის საქართველოს კონსტიტუციური უფლებამოსილებები საპარლამენტო მოდელში“ - თეა წულუკიანი