მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მისი ჩამოსვლა გარანტირებულ დაპატიმრებას ნიშნავს“ - გია ხუხაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

მისი ჩამოსვლა გარანტირებულ დაპატიმრებას ნიშნავს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სატელევიზიო ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ჩამოსვლა გარანტირებულ დაპატიმრებას ნიშნავს.

ექსპერტის თქმით, მის ჩამოსვლას არავითარი დადებითი შედეგი არ მოჰყვება და საერთოდაც ეჭვი აქვს, რომ ის არ ჩამოვა.

„ჩამოვა თუ არ ჩამოვა სააკაშვილი, ორივე შემთხვევაში ნეგატიურად აისახება პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის მის პარტიაზეც. ან საერთოდ ვერ იგრძნობს რა ხდება საქართველოში, ან სისტემა რა მდგომარეობაშია. ამ ტიპის ჩამოსვლა, როდესაც შენზე აღძრულია საქმე და მით უმეტეს მისჯილი გაქვს, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სისტემაში ბზარია გაჩენილი.

შესაბამისად, მისი ჩამოსვლა გარანტირებულ დაპატიმრებას ნიშნავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი არის საკმაოდ კარგად მობილიზებული, ის რომ მისი ჩამოსვლით ან არ ჩამოსვლით ელექტორატი მოიზიდონ, ამას სკეპტიკურად ვუყურებ, პირიქით დააფრთხობენ. ეპატაჟური, მუდმივი, ნერვზე მიმდინარე პროცესი ხალხს არ უნდა. ეს განაცხადე მგონია, ისევ იმ ოპერიდან არის, რასაც ჰქვია - ორ ხელში შუველური თამაში ბიძინა და მიშა.

მიშას ეს აქტიურობა ნეგატიურად აისახება მიმდინარე პროცესებზე. მაშინ უნდა განაცხადოს, ჩამოვალ და ჩავბარდები. საპატიმრო მისთვის გარდაუვალია. ის რომ მიშამ გარეთ რამდენიმე დღე გაძლოს, ამის შანსს ვერ ვხედავ. მისი ჩამოსვლა ნიშნავს ჩამოსვლას პატიმრობისთვის“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის უკან ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.