მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენთან ერთად, მკვლელობის მოწმენი ხდებით“ - თაკო ჩარკვიანი

საბურთალოზე მაჟორიტარობის კანიდატი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შესაძლო გადაყვანას დიპლომატიური კორპუსის მხრიდან რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„ეს არის დაგეგმილი მკვლელობა. მე გავაჟღერე და ვთქვი, რომ შიმშილობას გამოიყენებენ. სინამდვილეში 21-ე საუკუნეა და მე, როგორც დეპუტატი, მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, ეს ხომ უკვე მკვლელობაა ნამდვილად და თქვენ ყველანი ჩვენთან ერთად, უნებლიეთ ხდებით მკვლელობის მოწმენი“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, ექიმების კონსილიუმის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში მესამე პრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სააკაშვილი ორსულად კი არ არის, მას აქვს კონკრეტული საფრთხე “ - გიორგი ჩალაძე

„იუსტიციის სამინისტრო თვითონვე ეწინააღმდეგება მის მიერვე შექმნილ კონსილიუმს“ - ადვოკატები

ზურაბ ფაღავამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლისთვის შექმნილი კონსილიუმი დატოვა

რატი ბრეგაძე: როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტი

თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ვერ შესრულდება ექიმთა რეკომენდაციები - ნინო ლომჯარია

„გლდანის ციხე სააკაშვილის მისაღებად მზად არის “ - რატი ბრეგაძე