მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მხარს გიჭერთ, თქვენზეა დამოკიდებული, როგორ მომავალს აირჩევთ - რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა

„მხარს გიჭერთ, თქვენზეა დამოკიდებული, როგორ მომავალს აირჩევთ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ  ევროპარლამენტში  საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის წინ განაცხადა.

მეცოლას თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი თავდადებისთვის ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის კუთხით, რომელიც საქართველოს საზოგადოებას აქვს. ჩვენ გვინდა იყოს სწორი პირობები იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მომავალს ევროკავშირში. თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, რათა გახდეთ არსებითი ნაწილი ევროკავშირისა.

გვინდა, უფრო მეტად ერთად ვიმუშაოთ, რათა საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ხელი შევუწყოთ, რომ საქართველომ არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა. ამისათვის უნდა დავინახოთ ხელშესახები ნაბიჯები, დემოკრატიის მიღწევის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების კუთხით. აქ ჩვენ გამოვხატეთ  ჩვენი შეშფოთებები მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, ევროკავშირი მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ გზას და შესთავაზოს სხვადასხვა კუთხით მხარდაჭერა ამ ტრანსფორმაციულ, გარდამტეხ გზაზე. საქართველოზეა დამოკიდებული, როგორ მომავალს აირჩევენ თავისთვის. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ თქვენს სიძლიერეს, დიდი იმედი მაქვს, რომ შეიტანთ წვლილს პოლარიზაციის შესამცირებლად“, - აცხადებს რობერტა მეცოლა.