მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მხარს ვუჭერ და საზოგადოებაც გვერდში უნდა დაუდგეს სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს“ - სააკაშვილი

სააკაშვილი უკრაინულ გაზეთს პასუხობს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების პროტესტს ეხმაურება.

მისი თქმით, დევნილები მთავრობისგან უყურადღებოდ არიან დატოვებული და საზოგადოება მათ მიმართ სოლიდარული უნდა იყოს. 

„მე მხარს ვუჭერ და საზოგადოებაც გვერდში უნდა დაუდგეს სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს, რომლებსაც ფეხებზე იკიდებს მთავრობა.

2008-ში, ჩვენ გაეროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროგრამა განვახორციელეთ შიდა ქართლის დევნილთა სახლების აშენების. ათასობით სახლი თავისი ინფრასტრუქტურით აშენდა სამ თვეში. შემდეგ ჩვენ ევროკავშირთან ერთად დავიწყეთ აფხაზეთიდან დევნილების ბინების მშენებლობის პროგრამა, რომელიც 2015 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო და თითოეულ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა.

ჩვენ ვაკეთებდით, რასაც ვამბობდით. სამწუხაროდ, ეს ხალხი არის ახლა მატყუარების ხელში ჩავარდნილი. ამიტომ, ერთადერთ საშუალებად რჩება მათი პროტესტი და საზოგადოების თანადგომა, რათა მატყუარა მთავრობას არ გაუვიდეს „დაყავი და იბატონე“ პოლიტიკა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

ინფორმაციისთვის, თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

მათი განცხადებით, 30 წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.