პოლიტიკა

„მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ აზროვნებას ვერ შევძლებ ან მეხსიერებას დავკარგავ“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge
1643368085
დაკოპირებულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე მისი მორიგი განცხადება ვრცელდება. 

სააკაშვილი აცხადებს, რომ მკურნალობაზე უარს ეუბნებიან, რათა გონება დაკარგოს და მის წინააღმდეგ ჩადენილი „ბოროტებები“ დაავიწყდეს. 

„მას შემდეგ, რაც გორში „მკურნალობის“ შემდეგ ჩემი ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რუსთავში, ადმინისტრაციამ გამოიძახა კლინიკა „ვივამედის“ ნევროლოგი თამარ აბაშიძე. მას ჩემი გამზრდელი დიდი ბებიის სახელი ერქვა და დამამახსოვრდა. არამხოლოდ ამიტომ, არამედ თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანობით მომხიბლა. მან დასვა ზუსტად იგივე დიაგნოზი, რაც „ემპათიას“ და სახალხო დამცველს ჰქონდათ დასმული და მოითხოვა ჩემი შემდგომი გამოკვლევა.

ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ასევე მოხსნეს ლონდა თოლორაია, მინისტრი ტიკარაძე, არასაკმარისად ადამიანური დამოკიდებულების გამო, გორის ჰოსპიტლის დირექტორი და ახლა ეს კაცი. ძალიან წვრილმან ბოროტ კაცუნებთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება თამარ აბაშიძისა და სხვების დასმულ ნევროლოგიურ დიაგნოზს. სწორედ ამ მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შევძლებ; ან მეხსიერებას დავკარგავ და მათ შორის, ასეთი ბოროტებები აღარ მემახსოვრება. ჩემს მიმართ ჩადენილი შეიძლება დავივიწყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაც უქნეს, ამას არ და ვერ დავივიწყებ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დავით ღონიაშვილი ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით გამოირჩეოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, აუცილებლად წახვალ ციხეში მეთქი“ - სააკაშვილი საათის ეპიზოდზე

👉 „სუსმა აღიარა, რომ გორის ძალადობის ჩანაწერები წაშალა, ვაპირებ ბრძოლას თქვენთვის, თქვენ რას აპირებთ?“ - სააკაშვილი

👉  „სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნას მთლიანად სუსი აკონტროლებდა“ - ბექა ბასილაია

👉 „გიორგი გიორგაძე მალე მიეცემა პასუხისგებაში მისი მოქმედებების გამო“ - ნიკა გვარამია