პოლიტიკა

„მმართველი პარტია მთელ საარჩევნო კამპანიას „ნაციონალურ მოძრაობას უძღვნის, რადგან მოსახლეობისთვის არაფერი აქვს სათქმელი“ - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი
1632252007
დაკოპირებულია

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, მმართველ პარტიას მოსახლეობისთვის გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს, ამიტომ საარჩევნო კამპანიას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარს უთმობს.

მისი თქმით, ამომრჩეველმა არჩევანი კანდიდატების საქმეების მიხედვით უნდა გააკეთოს.

„ყველა კვლევა დაღლილია იმით, რომ მმართველი პარტია არჩევნებს ატარებს არა იმასთან დაკავშირებით საუბრით რა გაუკეთა მან ხალხს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას თუ არა, უმეტეს ნაწილს უძღვნის „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ხდება იმიტომ, რომ მმართველ პარტიას თავისი ხალხისთვის ბევრი არაფერი აქვს მოსაყოლი.

არაფერი აქვს მოსაყოლი სასამართლოს, სიღარიბის მიმართულებით. საერთოდ არაფერი აქვს მოსაყოლი იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება განათლებაში ან რა ხდება სოფლის მოსახლეობაში, სადაც ადამიანების უმეტესობას წყალი არ აქვს. ადამიანები დაღლილი არიან სიზმარას სინდრომით. ხომ იცით სიზმარას მულტფილმი, მას თავზე დაეცემა ხელისუფლება და ერთ კითხვას არ დასვამს შეუძლია მას მართვა თუ არა. არავის სთხოვს ასწავლოს როგორ უნდა მართოს.

მე მოვუწოდებ ამომრჩეველს, არჩევანი გააკეთოს კანდიდატების მიერ გაკეთებული საქმეებით და არა მათი განცხადებებით“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატები მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ქოც-ნაცური იწილო-ბიწილო არ დამთავრდება, ორივე პარტია მოსკოვიდან ზარებით იმართება“ - გიორგი ქუთათელაძე

⭕ ნიკა მელიამ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დატოვა