მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოაწერს თუ არა ხელს ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს? - ნიკა მელიას განმარტება

ენმ-ის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, კონსულტაციები და კენჭისყრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას სხვა პარტიებთანაც შეათანხმებს.

„დიდი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა და კენჭისყრა გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც მივემხრობით დანარჩენები.

რამდენჯერაც უნდა დამისვათ კითხვა, მოვაწერ თუ არა იმ შეთანხმების დოკუმენტს ხელს, ახლა ვერ გიპასუხებთ. ეს დოკუმენტი ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვაც ისმის ყველას მხრიდან, მათ შორის ჩვენი მეგობარი კოლეგების მხრიდან, რომელთაც უკვე ხელი მოაწერეს. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

მიკვირს, როცა ვინმეს აქვს განცდა, რომ შეიძლება ხვალ ან ზეგ მოვაწეროთ დოკუმენტს ხელი. ამას დასჭირდება მინიმუმ ერთი კვირა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც აუცილებლად შევუთანხმებ სხვა პარტიების ლიდერებს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ბრძოლის გასაგრძელებლად, მნიშვნელოვანია ერთიანობა ადგილობრივ არჩევნებზეც შენარჩუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა.

მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი გადაიხადა, სასამართლომ მისი აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა, გირაოთი შეცვალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ის, რომ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები არის ქვეყანაში, კარგია ქვეყნის იმიჯისთვის“ - ზურა ჯაფარიძე

იაგო ხვიჩია: ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება ცინიკური გამოჩენილიყო

„მელიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ პოლიტიკურ ციკლში“ - გია ხუხაშვილი