მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოჭრილი გვაქვს თავი საერთაშორისო არენაზე, დატოვეთ დროულად პარლამენტი, საკრებულოები და მოლაპარაკების ფორმატები - შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი

„მეგობრებო, პოლიტიკოსებო და ოპოზიციონერებო, დატოვეთ დროულად პარლამენტი და საკრებულოები, დატოვეთ მოლაპარაკების ფორმატები, მოჭრილი გვაქვს თავი საერთაშორისო არენაზე“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველო დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის და მსოფლიო დაიკეტა ჩვენთვის. 

„პუტინმა რა მოტივით გააჩაღა სისხლისმღვრელი ომი უკრაინაში? იმით, რომ ამერიკა ერევა სუვერენული ქვეყნების საქმეებში, თავს ახვევს საკუთარ გემოვნებებს, სტანდარტებს, ერევა საარჩევნო პროცესებში, ეს არის პუტინის იდეოლოგია და ივანიშვილის იდეოლოგიური მანქანა იმავეს ლაპარაკობს. იდეოლოგიურ ომში, მმართველი პარტია პუტინის მოკავშირეა. პუტინის და კრემლის აღარ სჯერა კაცობრიობის უმეტესობას. ჩვენ არ ვართ დასავლეთის პარტნიორი - დაივიწყეთ. არავინ აღარ ჩაგვთვლის პარტნიორად იმის შემდეგ, როდესაც გამოაქვეყნეს აშშ-ის საელჩოს დახურული წერილის შინაარსი, თუ რა მიწერ-მოწერა იყო პარტნიორებს შორის. პარტნიორები საუბრების და მიმოწერის შედეგებს არ უქვეყნებენ. მსოფლიო დაიკეტა ჩვენთვის“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პოლიტიკოსებსა და ოპოზიციონერებს პარლამენტისა და საკრებულოების დატოვებისკენ მოუწოდებს. 

„ხალხის საქმე არის მოვიდეს არჩევნებზე და აირჩიოს ხელისუფალი, რომელიც არ იქნება აი, მათი მსგავსი ან ამათი იდეების გამგრძელებელი. პოლიტიკოსები როცა გააფუჭებენ საქმეს, ან უნდა გამოასწორონ, სანამ გვიანი არ არის, ან ხალხს არ უნდა დააბრალონ თავიანთი ნამოქმედარის შედეგები. სამხრეთ აფრიკაში ჩასულა ის სამხარაძე და სამხრეთ აფრიკელებს უკითხავს ლექციებს, რა არის დემოკრატია, ჯერ მისმა უფროსმა ხომ დაგვიმყარა საოცარი დემოკრატია, ახლა მისი შეგირდები მსოფლიოს განათლებას შეუდგნენ. სამარცხვინო მდგომარეობაა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. მოჭრილი გვაქვს თავი საერთაშორისო არენაზე, აი, ამ რეჟიმის გამო და დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხში იფეთქებს რაც ასაფათქებელია და ისე წაილეკებიან ესენი, რომ შეიძლება თვალიც კი ვერ მოვკრათ. 

მეგობრებო, პოლიტიკოსებო და ოპოზიციონერებო, დატოვეთ დროულად პარლამენტი და საკრებულოები, დატოვეთ მოლაპარაკების ფორმატები. რაში უნდა უხდიდეს ბიუჯეტი ელისაშვილს, ისედაც სუსი და ბიძინა უხდის. არჩევნები,  რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება და ამ ხელისუფლების წასვლა გარანტირებულად იქნება“, - აცხადებს „ლეიბორისტული“ პარტიის  ლიდერი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს არის ქვეყნის ღალატი, ჩვენს მეგობრებზე თავდასხმა“ - ხაზარაძე 4 დეპუტატის განცხადებაზე

👉 „რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც 10 წელია ცდილობს ისტორიის გადაწერას“ - ნუგზარ წიკლაური

👉 „ოცნებას“ არასდროს უთქვამს, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს“ - მიხეილ სარჯველაძე

👉 „ჩვენი ოპოზიცია ზარმაცი სტუდენტივით იქცევა“ - გია ხუხაშვილი

👉 „პოლარიზაციის შემოქმედი ჩვენი ქვეყნის  ოპოზიციაა“ - მიხეილ სარჯველაძე