პოლიტიკა

მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Pia.ge
1633084665
დაკოპირებულია

„დღეს 1-ლი ოქტომბერია, ცხრა წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს წერტილი დაესვა „ ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას.„ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის მიერ გატარებული რეფორმების შედეგებზე ისაუბრა:

„ხვალ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ მუნიციპალიტეტებში მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევს. ამ არჩევნებზე ქვეყანა რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციით გადის. პარლამენტის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად:

  • საარჩევნო კომისიების პარტიული წევრების ნაწილი გამრავალფეროვნდა და მასში ახლა 9 პარტია თანაბრად არის წარმოდგენილი, რაც უზრუნველყოფს კომისიებში პარტიების ურთიერთკონტროლს

  • საუბნო საარჩევნო კომისიის 29 000 პროფესიული წევრიდან 99.9 % არჩეულ იქნა ოპოზიციის მონაწილეობით, რაც ადასტურებს საარჩევნო კომისიის მიმართ მრავალპარტიულ ნდობას

  • დაწესდა უბნებთან 100 მეტრიანი პერიმეტრი, სადაც აკრძალულია მოქალაქეთა შეკრება, რაც უზრუნველყოფს მშვიდ საარჩევნო გარემოს

  • მოხდება უბნების 10%-ის შემთხვევით შერჩევა და გადათვლა, რაც დათვლის შედეგების კონტროლთან ერთად, უზრუნველყოფს დარღევების პრევენციას

  • განხორციელდება ბიულეტენების დათვლის ვიდეოფიქსაცია და ვიდეოფაილების ინტერნეტში ღია წვდომისთვის ატვირთვა, რაც ნებისმიერ მოქალაქეს მისცემს ნებისმიერი უბნის ვიდეოჩანაწერის მეშვეობით გადათვლის შესაძლებლობას

  • თბილისში, კრწანისის რაიონში, პილოტირებას გაივლის ბიულეტენების ელექტრონული მთვლელები, რაც სამომავლოდ, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლის მნიშვნელოვანი ეტაპია

  • და კიდევ ბევრი სხვა ცვლილება, რომელიც არავის მისცემს ამ არჩევნების შედეგების დისკრედიტირების შანსს“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა.

შალვა პაპუაშვილმა, საზოგადოებას ახლად შექმნილი საარჩევნო პორტალი გააცნო, რომლის დახმარებით მოქალაქეები არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ:

„დღეს, ჩვენ გვსურს, კიდევ ერთი სიახლე წარმოგიდგინოთ, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე მოსახლეობას შესთავაზებს და ამ სახით ის უპრეცედენტო იქნება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და თავად არჩევნების დღე, როგორც დემოკრატიის ყველაზე ფუძემდებლური მომენტი, უნდა იყოს მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით - „საარჩევნო პორტალი 2021“ - სპეციალური სივრცე ინტერნეტში, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. პორტალი უკვე განთავსებულია მისამართზე elections2021.ge“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.