მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად - ელენე ხოშტარია

დროას ლიდერი

„მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად. შესაბამისად თანმიმდევრული ბრძოლა, მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. 

„ხალხის და სიმართლის ძალის რწმენა უნდა დავიბრუნოთ და ეს დღეები სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია! მადლობას ვერავის ვეტყვი, ყველა საკუთარი იდეისთვის იბრძოდა და მადლობა უადგილო და უხერხული სიტყვა მგონია. მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად. შესაბამისად, თანმიმდევრული ბრძოლა, მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

თავი გვაბია მხრებზე და ამათი ტაქტიკური ტყუილებიც კარგად ვიცით, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ყველაზე უღირსი ტყუილისთვის. სანამ არ გაფორმდება არაფერია მიღწეული.  ევროპული პერსპექტივის ერთი საფრთხე სავარაუდოდ გადადებულია, მაგრამ პერსპექტივა არ დაბრუნებულა, ამიტომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გამოუშვან.

ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომელიც წარმატების თუ წარუმატებლობის მიხედვით არ უნდა ირხეოდეს და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაგრძელოთ შემდეგ ნაბიჯებზე ფიქრი. მადლობას კი ვეტყვი ყველა პარტიას და არასამთავრობოს კოორდინაციისთვის და თანამშრომლობისთვის (თუნდაც მჟავე სახით).  დღეს ვიქნები 19:00 საათზე პარლამენტთან“, - აცხადებს ხოშტარია. 

შეგახსენებთ, პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გაიწვია.

ცნობისთვის, პარლამენტთან  19:00 საათზე აქცია გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით 22 შეტყობინება შევიდა

👉 უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და „ხალხის ძალამ“ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე - კონსტიტუციონალისტი

👉 ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში! - დეკანოიძე კანონპროექტის გაწვევაზე