მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებლობას, რომ გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს - ანა ნაცვლიშვილი ენმ-ის ინიციატივაზე

„ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი

„ლელოს“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაყენებულ თავდებობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საფუძველს არის მოკლებული. 

როგორც პარლამენტში ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ლელოს“ პოზიცია ნათელია - საჭიროა მიუკერძოებელი სამედიცინო დასკვნა. 

„ეს ინიციატივა როგორც სამართლებრივ საფუძველს, ასევე, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ რაიმე ტიპის გამოსავალი მოიძებნოს ამ ვითარებაში. ამიტომ, ამ ინიციატივას ვერ გავიზიარებ. ჩვენი პოზიცია არის მყარი და ნათელი - საჭიროა მიუკერძოებელი მესამე მხარის სამედიცინო დასკვნა, რომელიც უნდა გახდეს სახელმწიფოს მხრიდან თავისი ვალდებულებების შესრულების საფუძველი. 

ყველაფერი სხვა, თავდებობა, რომელსაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და ველოსიპედის გამოგონება, ჩემი აზრით უფრო გაართულებს ვითარებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

შეგახსენებთ, ენმ-ის ახალი ინიციატივით, თავდებობის დოკუმენტზე ხელმოწერით დეპუტატები ვალდებულებას იღებენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებს, მკურნალობის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტი საპატიმროში დაბრუნდება.

 იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

🔴 დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი - დიტო საძაგლიშვილი

🔴  ანტიკონსტიტუციური იყო, როდესაც საქართველოს აჩვენეს, იატაკზე გართხმულ პრეზიდენტს როგორ მიათრევდნენ - ეკა ხერხეულიძე

🔴  ვიმსჯელებთ ფრაქციაში და სხვა პარტნიორებთანაც - გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე