მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსამართლე ჩხიკვაძე შეუერთდა „ოცნებიდან“ განდგომილ გრაფომანების სამეულს“ - ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და  წერს, რომ სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია.

„სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია. აშშ-ში სემინარზე მიდიან მხოლოდ ის მოსამართლეები, ვინც დაუპირისპირდა სისტემას და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მოსამართლეების წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული კანონი დისციპლინური წარმოების შესახებ. ბუნტის სათავეში არიან ის მოსამართლეები, ვინც, ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზით, აიძულეს უარი ეთქვათ აშშ-ში წასვლაზე. ამ მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელა უშუალოდ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძემ, რაზედაც ისინი აპირებენ ხმამაღლა საუბარს.

რაც შეეხება საკუთრივ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებას, რომელმაც თავად დაადასტურა, რომ 2 თვე საზოგადოებას ატყუებდა და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მესიჯბოქსს იმეორებდა:

პირველი - ფორმალურადაც კი გაფორმდა ის ფაქტი, რომ ის დაინტერესებულია ჩემს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (რაც არ უნდა წეროს, რომ ეს მისი ინტერესი არაა) და თავად ახორციელებს ღია და საჯარო ზეწოლას საკუთარ კოლეგებზე;

მეორე - სრულიად შემზარავი და უპრეცედენტოა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დისკრედიტაციის და შანტაჟის ეს ფაქტი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც „ქართული ოცნების“ ღია ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი.

P.S. ოცნებიდან „განდგომილ“ გრაფომანების სამეულს, საკრებულოს წევრების შემდეგ, უკვე „მოსამართლეც“ უერთდება, სრულიად იდენტური შინაარსის და ლექსიკის განცხადებით“, - წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო განხილვის შედეგის გამო ზოგიერთი პოლიტიკური ძალა სანქციებით ემუქრება.

ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 არ შეიძლება ასრულებდე უკანონო დავალებებს, ასამარებდე ქვეყანაში დემოკრატიას და გინდოდეს ამერიკისგან სასწავლო ვიზიტების დაფინანსება - დიტო საძაგლიშვილი

👉 აშშ-ის ელჩი ვალდებულია, ასეთ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, გააკეთოს ნათელი განმარტებები, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე - დიმიტრი ხუნდაძე

👉 მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას - თეა წულუკიანი

👉 ამ საკითხზე აშშ-ის საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს - გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე