მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოუთმენლად ველით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში, აუცილებელია რეფორმების განხორციელება - რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა

„მოუთმენლად ველით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში, აუცილებელია რეფორმების განხორციელება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა. 

„ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. აუცილებელია რეფორმების განხორციელება. კითხვებზე პასუხები უნდა გაიცეს. ველით კომენტარებს, თუმცა რეფორმები მიმდინარეობს, მჯერა საქართველოსი და მწამს ქართველი ხალხის მათ გზაზე ამ პერსპექტივის მიმართულებით“, - აღნიშნავს რობერტა მეცოლა.