მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს მთელ მსოფლიოში, ხმა აიმაღლონ უკანონობის წინააღმდეგ“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ საკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს. 

იგი სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თავის მეგობრებს მოუწოდებს, რომ მისი უკანონო პატიმრობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ. 

„1-ლი ოქტომბრიდან ვიმყოფები ვლადიმერ პუტინისა და მისი ადგილობრივი ქართველი ოლიგარქ ივანიშვილის ტყვეობაში, რაც Amnesty International-მა შეაფასა, როგორც „არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება“. ხოლო უკრაინის ომბუდსმენმა, როგორც „მკაფიო წამების აქტი“. დღეს უკვე მეორედ არ მომცეს ჩემს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება. გუშინ ევროპარლამენტარების ჯგუფს ჩემთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.

46-ე დღეა ვშიმშილობ, რითაც ჩემი ძირითადი უფლებების უარყოფას ვაპროტესტებ, მაშინ როცა ათიათასობით საქართველოს მოქალაქე ყოველდღიურად გამოდის თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში ხელისუფლების ავტორიტარიზმის გასაპროტესტებლად. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, საქართველოს სახალხო დამცველისა და ექიმების რეკომენდაციებისა, მთავრობა აგრძელებს ჩემს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმას.

მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს მთელ მსოფლიოში, რომელთათვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, ხმა აიმაღლონ უკანონობისა და პუტინის სტილის პრაქტიკის გაჩენის წინააღმდეგ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ხალხი დემოკრატიისთვის იბრძვის და რომელიც ოდესღაც თავისუფლების შუქურად აღიქმებოდა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.      

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „გადაწყვეტილება მივიღე ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი“ - ბურჭულაძე

🔴 „ანა ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის პუტინის წინააღმდეგ და რა გასაკვირია, რომ ჩემთან არ შემოუშვეს“ - სააკაშვილი

🔴 9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს