პოლიტიკა

მშვიდობის სახელით ხელისუფლება ქვეყანას დიდი განსაცდელისკენ მიაქანებს - დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი
1659723288
დაკოპირებულია

„მშვიდობის სახელით ხელისუფლება ქვეყანას დიდი განსაცდელისკენ მიაქანებს, ოღონდ თვითონ როგორმე გადარჩეს,“ - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. 

უსუფაშვილის თქმით, ქვეყანას ძალიან დიდი პრობლემა აქვს და ეს სუსტი ხელისუფლებაა. 

უსუფაშვილი ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად უღირს თავისი სახელისუფლებო ბერკეტები, ის სუსტია. 

„ისტორია და განსაკუთრებით ბოლო ასწლეული, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდი ძალიან ნათლად გვაჩვენებს იმასაც, რომ ყველგან და ყოველთვის, როდესაც ერს არ დაუკარგავს თვითრწმენა, სახელმწიფოებრიობის შემძლეობის განცდა, არ დაუკარგავს უკეთესი მომავლის იმედი, არ დაუკარგავს ერთობის განცდა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს მივაღწევთ, ასეთ მძიმე ვითარებებშიც კი, ეს ერები ფეხზე დამდგარან და დღეს აყვავებული სახელმწიფოები არიან. 

როგორც წესი, ასეთ ერებს ასეთი ამბები დამოუკიდებლად არ გამოსვლიათ, მათ გვერდით მდგარან დემოკრატიული სამყარო, დღეს ევროკავშირად, ამერიკის შეერთებულ შტატებად, ნატოდ თავმოყრილი სახელმწიფოების მეშვეობით.

ქართველი ხალხი, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა ტიპის ღირებულებითი განსხვავებისა, ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, რომ საქართველოს გადარჩენა, საქართველოში ომის არ დაშვება, ომით მიღებული ჭრილობების მოშუშება, საერთოდ საქართველოს უსაფრთხოების და გრძელვადიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის საკითხი ორგანულად და განუყოფლად არის დაკავშირებული დემოკრატიულ სამყაროსთან მუდმივად ხელჩაკიდებულ სიარულში თუ რამე სხვაში?

ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს სუსტი ხელისუფალი. სისუსტე რაში გამოიხატება? როდესაც მას თავისი სახელისუფლებო ბერკეტები ყველაზე მეტად უღირს. მან დაკარგა თავისი თავის რწმენა, მან დაკარგა თავისი ღირსების რწმენა. 

მშვიდობის სახელით ხელისუფლება ქვეყანას დიდი განსაცდელისკენ მიაქანებს, ოღონდ თვითონ როგორმე გადარჩეს. იმიტომ რომ ეს პოლიტიკა, რომელსაც „ოცნება“ ატარებს და ადვოკატირებს და მივიდა იქამდე, რომ საკუთარ მოსახლეობას ამხელს ქსენოფობიურ დამოკიდებულებებში“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 კონკრეტული მიმართულების ექიმი თუ სჭირდება ან საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, თუ მოგვმართავენ, დავეხმარებით - ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე

🔴 ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

🔴 „ვერ მართავენ საზოგადოებას და ამიტომ იგონებენ ხელოვნურ საფრთხეებს - პაატა ზაქარეიშვილი „ქართულ ოცნებაზე“

🔴 საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი

🔴 მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში გერმანელი „ტურისტები“ რომ ჩასულიყვნენ და პაბებში გერმანული სიმღერები ემღერათ, რა რეაქცია ექნებოდა ბრიტანეთს? რა შუაშია ქსენოფობია? - ბოკერია