მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაზე მსხვილი და ერთადერთი „ლეიბორისტული პარტიაა“, დანარჩენების მიზანი ბიზნესის დაცვაა - ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას თქვა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად დასანქცირებულია.

 ნათელაშვილის თქმით, ეს „ლეიბორისტული პარტიის“ ბრძოლის შედეგია. 

„მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაზე მსხვილი, ყველაზე კლასიკური და ერთადერთი, შეიძლება ითქვას რომ „ლეიბორისტული პარტიაა“. დანარჩენების მიმართ, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ინტერეს ჯგუფებია, რომელთა უმთავრესი მიზანი მათი ბიზნესის დაცვაა. 

როცა პოლიტიკის მთავარი მიზანი არის ბიზნესის დაცვა, იქ საყოველთაო კეთილდღეობა არ დგება. ამიტომ იყო ყველა ხელისუფლება ჩვენი დაუძინებელი მტერი. ოლიგარქმა ივანიშვილმა კულმინაციაზე აიყვანა ეს მტრობა. გუშინ მოთქვამდა ყველა ბიძინისტური არხი რომ ბიძინა დაასანქცირეს. ვაღიაროთ რომ ფაქტობრივად ის არის დასანქცირებული და თავის მილიარდებს ვეღარ მართავს. 

მოდი, ისიც ვაღიაროთ რომ ეს გაუკეთა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 10 წელი ბრძოლით, იქით და აქეთ. მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ცენტრებში დაახლოებით 10 ტომი მასალა გვაქვს გაგზავნილი და ამან მისი დასანქცირება გამოიწვია. უახლოეს ხანში ეს ოფიციალურად იქნება დადასტურებული და მისი საქმე დამთავრდება“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.