პოლიტიკა

მთავრობა დამსაქმებლებს სთხოვს, შეზღუდონ სამსახურებში თანამშრომლების გამოცხადება

მთავრობის ადმინისტრაცის შესასვლელი
1584611013
დაკოპირებულია

საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად შეზღუდონ თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე გამოცხადება.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშნელოვანია საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია.

ჩიქოვანი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ სახლებში დარჩნენ და დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაერთონ.

"უმნიშნელოვანესია, რომ ჩვენ ყველამ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოდან არსებობს და დავრჩეთ სახლში. ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიზიაროს. ზუსტად აქედან გამომდინარე საჯარო სექტორში მიეცათ დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება სამსახურეობრივად იქნება აუცილებელი ანუ მაქსიმალურად გადავიდეთ დისტანცირებულ მუშაობაზე, აბსოლუტურ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც მოუწევს გადაადგილება იმისათვის, რომ მობრძანდნენ სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაცია არის გაცემული კერძო სექტორისათვის, მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება", - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით 40 ადამიანია დაინფიცირებული.