მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამდვილად ვერ ვასრულებ და ვერ ვამართლებ ამომრჩეველთა იმედებს“ - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

„ახლაც შემიძლია ძალიან წყნარად გავაგრძელო ცხოვრება, არავინ არ მაიძულებდა და ცხოვრებაში არ მახსოვს ისეთი გადაწყვეტილება მიმეღოს, რომ ვიღაცის იძულებით რამე გამეკეთებინოს, პარლამენტში ვარ შეგნებულად, თუმცა, ნამდვილად ვერ ვასრულებ და ვერ ვამართლებ ამომრჩეველთა იმედებს“, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლარიზებულია პოლიტიკური სიტუაცია და ეს ქვეყნისთვის შედეგის მომტანი არ არის.

„ვერ ვასრულებ და ვერ ვამართლებ ამომრჩეველთა იმედებს, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი პოლარიზებულია და მათ ოპოზიცია არ აინტერესებთ, არც საქმიანი მსჯელობა, თვითონ იგონებენ და წერენ კანონებს. დღეს პარლამენტში 2 საკითხზე გავამახვილე ყურადღება, ერთი იყო ზიზღის ენა ხელისუფლების მხრიდან.

სააკაშვილის ჩამოსვლას რაც შეეხება, პოლარიზება მოხდა, უმრავლესობას საჩუქარი გაუკეთდა. თავის პარტიასაც და „ოცნებასაც“ მოუმატა ხმები და ძალა ისევ გადანაწილდა. ახლა უნდა მოხდეს მეტი კონცენტრაცია არჩევნების მეორე ტურებზე და დავგმოთ ის ენა, რომლითაც „ოცნება“ ესაუბრება თავის ოპონენტებს და ამ ენის დაგმობაზე მივუთითე დღეს პარლამენტში.

მეორე საკითხი არის მიყურადების, მოსმენის და უკანონო თვალთვალის საქმე. მათ მივმართე თუ როგორ ეგუებიან ამას? არ შეიძლება საძინებელში ადამიანებს უთვალთვალებდნენ და ამაზე პროტესტი არ ჰქონდეთ.

დღეს მთავარი ამოცანაა, რომ არჩევნების მეორე ტური უნდა იქნეს მოგებული, თუ გვინდა რამე შეიცვალოს. ამ ქვეყანაში პოლიტიკური ვენდეტა და რევანში უნდა დამთავრდეს. სხვანაირად საქართველო ვერ განვითარდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅პარლამენტში ვარ შეგნებულად, თუმცა ნამდვილად ვერ ვასრულებ და ვამართლებ ამომრჩეველთა იმედებს

✅ალექსანდრე რაქვიაშვილი: სიღარიბე არის ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემა, რაც განაპირობებს სხვა პრობლემებს