მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნანგრევებში მობოდიალე გამწარებული ხალხი ვართ, ამად ვიქეცით“- თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანის ფოტო

„მე პატიოსნად ვიქცევი განსხვავებით ზოგიერთი ადამიანისგან, მაგრამ ამის დრო ახლა არ არის, ყველაფერი, რაც არსებობს, საქართველოს გულისთვის უნდა გადავყლაპოთ“, - განაცხადა „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, დღეს 5 საათზე აქცია ტარდება იმიტომ, რომ ქართველი არასოდეს მდუმარებით ტრაგედიას არ ხვდება. როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, „ზარის დროა, ახლა მდუმარების დრო არ არის“.

„ნანგრევებში მოიყოლეს საქართველო კორუფციის გამო. დღეს ჩემთვის ისეთი ტრაგედიაა, რომ ნანგრევებში მობოდიალე გამწარებული ხალხი ვართ, ამად ვიქეცით, „ოცნების“ ნარატივია ახლა - დუმილი, თუ ვინმეს სჭირდება - ხელისუფლებას სჭირდება დუმილი. რა დუმილი, გამოვიდეთ, სიტყვა ვთქვათ, სამართალი აღარ არსებობს.

ამიტომ ვურჩევდი ოპოზიციას, გავმთლიანდეთ 10-შიც, 14-შიც ერთ გუნდად ვიქცეთ, კორუფციის და მახინჯი სისტემის წინააღმდეგ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„სააკაშვილის გასათავისუფლებლად გაიმართება აქცია და რუსთაველი უნდა ზანზარებდეს“ - თაკო ჩარკვიანი

📣ბათუმში ტრაგედიის ადგილზე ბავშვები საყვარელ სათამაშოებს ტოვებენ (ფოტოკოლაჟი)

📣„ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით, ეს ადამიანები დარჩებიან უსაფრთხო ფართში“ - ლელა სურმანიძე