მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნარკოდამოკიდებულებიდან სააკაშვილი თაფლდამოკიდებული ყოფილა, ძირეული ცვლილებაა, ხომ?“ - ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„უმნიშვნელოვანესია 14 ოქტომბრის აქცია და ჩვენმა მოქალაქეებმა შიშში ცხოვრებას უნდა უთხრან უარი და მხარი უნდა დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ევროპაში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა იყო და საქართველოზე 10-ჯერ უფრო დიდ უკრაინაში მას გავლენა ნამდვილად არ აკლდა.

„ის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ დროს გადაადგილდებოდა, როგორ გგონიათ, ძებნილ სააკაშვილს ხვდებოდნენ სენატორები და მაღალი თანამდებობის პირები? - რა თქმა უნდა არა! იმ ფარატინა ფურცელს, რასაც ბრალს ეძახიან, არავინ არ აღიარებდა.

ყველამ კარგად იცის, რომ ის არის პოლიტიკური მძევალი და რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი? იმიტომ კი არა, რომ მიშას შია, სცივა, სწყურია, ან უსამართლობას გრძნობდა უკრაინაში? - იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ ყოველდღიურად ეს პრობლემები.

ამ ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე გვიჩვენა, რომ ასე უნდა ბრძოლა. მან თქვა, რომ მე ფიზიკურად ვიქნები თქვენთანო და ეს მშვიდობიანად გააკეთა.

მინდა ვუთხრა, რომ გამხნევდეს, ცოტა უნდა გაუძლოთ და უნდა იყოთ ჯანმრთელად.

სასაცილოდ არ მყოფნის, თაფლს რომ უთვლიან მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს. ნარკოდამოკიდებულებიდან სააკაშვილი თაფლდამოკიდებული ყოფილა, ძირეული ცვლილებაა, ხომ? რასაც რუსული მედია საუბრობს 1-1-ში ლაპარაკობენ.

არავის არ გაახსენდება ეს ხალხი, როცა ჩვენ მეორე ტურებს მოვიგებთ. ჩვენ ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოვართვათ, დაყოფა უნდა დასრულდეს და თუ ვინმეს რამე უშენებია, ეს ნამდვილად არის მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი