მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათელაშვილი: პომპეო თუ შემხვდება, შეიძლება პრეზიდენტობას გამოკრას ხელი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

„მაიკ პომპეოს ჩემთან შეხვედრები კარიერაში წაადგა. ახლაც თუ შემხვდება, შეიძლება პრეზიდენტობას გამოკრას ხელი“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„როდესაც მაიკ პომპეო კონგრესმენი იყო კანზასიდან, ვაშინგტონში ძალიან ხშირად ვხვდებოდი. ჩემთან შეხვედრები კარიერაში წაადგა და დააწინაურეს „ცეერუს“ დირექტორად, მერე გახდა სახელმწიფო მდივანი. ახლა თუ ისევ შემხვდება, შეიძლება, პრეზიდენტობას გამოკრას ხელი, ოღონდ არ ვიცი, შევხვდები თუ არა“,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა 18 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, აქცია პირველ რიგში ოპოზიციის პატივისცემაა სახელმწიფო მდივნისადმი.

„აგრეთვე, შეტყობინება მთელი მსოფლიოსთვის საგანგაშო სიგნალისა, რომ საქართველოში რუსმა ოლიგარქმა მესამედ მოახერხა ძალაუფლების უზურპაცია. ეს ხდება იმ დროს, როცა რუსეთმა გაიმყარა თავისი პოზიციები კავკასიაში, უკვე შეიყვანა ჯარები აზერბაიჯანშიც, სომხეთზე აღარ არის საუბარი და ერთადერთი ჩასაყლაპი დავრჩით ჩვენ. ამ ფონზე პუტინი უკვე ამზადებს მესამე ვადით საკუთარ მთავრობას, რაც ჩვენ და ამერიკამ ერთად არ უნდა დავუშვათ“,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔵 საქართველოს დღეს მაიკ პომპეო ეწვევა

🔵 პომპეოს თურქეთში არც პრეზიდენტი, არც საგარეო საქმეთა მინისტრი არ შეხვდა