პოლიტიკა

ნათია თურნავა: უახლოეს 2-3 წელიწადში შიდა ქართლის რეგიონში არცერთი სოფელი არ იქნება ბუნებრივი აირის გარეშე

 უახლოეს 2-3 წელიწადში შიდა ქართლის რეგიონში არცერთი სოფელი არ იქნება ბუნებრივი აირის გარეშე
1631617974
დაკოპირებულია

„ბოლო წლებში შიდა ქართლში 141 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდა, ეს არის 31 000 ოჯახზე მეტი. ეს პროგრამა კიდევ გაგრძელდება, ვიცით, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც ეს სიკეთე არ მისულა, მაგრამ ამასაც უახლოეს ორ წელიწადში მოვიცავთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კასპში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე.

ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზიფიკაციის პროგრამა შიდა ქართლში ინტენსიურად გაგრძელდება და უახლოეს 2-3 წელიწადში რეგიონში არცერთი სოფელი არ იქნება ბუნებრივი აირის გარეშე.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა დღეს რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით კონკრეტულ გეგმებზეც ისაუბრა.

კერძოდ, მისი განცხადებით, რეგიონში ტურისტული ინფრასტურქტურის განვითარების დიდი პოტენციალია, რაც თავის მხრივ სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობების გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

„ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ, ეს არის ისტორიული სასახლეების გარდაქმნა ტურისტული მიზიდულობის ცენტრებად, განვავითაროთ ამ შესანიშნავი ისტორიული ძეგლების ირგვლივ მცირე სასტუმროები, მცირე კაფე - რესტორნები, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს. ასევე, განვავითაროთ ამ მხარეში სათავგადასავლო ტურიზმი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ ისეთი ენერგიული, მოტივირებული კანდიდატები წარადგინა, რომლებიც უახლოეს ოთხ წელიწადში აქტიურად ემსახურებიან თავიანთ რეგიონებს და შესაბამისად, მთელ ქვეყანას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ -...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
თბილისის მეტროში სამართალდამცველმა სავარაუდოდ ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა სცემა. 
1643029981
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 3.0794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებით 0.31 თეთრი შეადგინა.
1643029759
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აპირებს, რომ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1643029419
გურჯაანში, კოლაგის ტყეში ბრმა ტყვიას კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასული ორი პირიდან ერთ-ერთმა თანასოფლელი შემთხვევით გასროლილი ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრა.
1643026412
ენერგეტიკოსი გია არაბიძე - Pia.ge

დაასრულებს თუ არა ქაოსს ელექტროენერგიის აღრიცხვაში ახალი სისტემის დანე...

საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის. კერძოდ, დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. 
ჯივიპიმ ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცი...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიმდინარეობისას ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე სრულად განახლდება 5,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი.
პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება...
„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.