მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილის ტვინს, ენერგიას და მის განათლებას ვიყენებდეთ, დილეგში ჰყავთ გამოკეტილი“ - ხაბეიშვილი 

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„პრეზიდენტი სააკაშვილი ასე სუსტად არ მინახავს,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან განუცხადა. 

ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

„ჩემდა სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ასე სუსტად არ მინახავს, რაც დიდი ალბათობით წამების შედეგია, რომელიც ამ ადამიანს გლდანის ციხეში განაცდევინეს. ამის გამო ძალიან ვწუხვარ იმიტომ რომ მე ასეთ მდგომარეობაში, ასე სუსტად პრეზიდენტი ნამდვილად არ მინახავს. 

ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანს განათლებას, ტვინს ენერგიას ვიყენებდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ფაქტობრივად დილეგში ჰყავთ გამოკეტილი. ამ ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს სამწუხაროდ საფრთხე ემუქრება“, -  აღნიშნა ხაბეიშვილმა. 

რაც შეეხება, სააკაშვილთან საუბრის თემას, ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და გაზრდილ ფასებს შეეხო. 

„მე ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად 1 თვეზეა მეტია არ მინახავს და მისი მთავარი თემა და ინტერესი გაძვირებული ფასები, ახალი წელი მოდის და წუხს, რომ ადამიანებს ელემენტარული პირობები არ აქვთ, რომ ახალ წელს შეხვდნენ. 

სააკაშვილი წუხს იმის გამო, რომ ყოველდღიურად ტელევიზორში ხედავს და აანალიზებს, რომ კატასტროფულად იზრდება ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და ყოველდღიურად უწევს ამ გაჭირვების ყურება და ამასობაში ეს ადამიანი ვერ აკეთებს ვერაფერს. იმიტომ რომ თავად არის ტყვედ, მძევლად. ის არის წამების ქვეშ და ამიტომ უმძიმს ამ რეალობის ყურება. 

ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზედაც ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა გეგმებზე ვისაუბრეთ. შემიძლია კიდევ ერთხელ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გავუმეორო, გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი, მარტივი რამის გამო, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში გეყოლებათ მანამდე პოლიტიკური კრიზისი ბუნებრივია, ვერ დასრულდება. თუ ვინმე ფიქრობს ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე, ეს პრეზიდენტი სააკაშვილია“, - დასძინა ლევან ხაბეიშვილმა. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი