მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნედ პრაისის განცხადება აშშ-ს მიერ საქართველოსთვის „ყვითელი ბარათის“ ჩვენებას ჰგავს“ - ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის მიერ გაკეთებული განცხადება აშშ-ის მიერ საქართველოსთვის „ყვითელი ბარათის“ ჩვენებას ჰგავს“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში პირველად ხდება რომ აშშ-ის ელჩის დაცვა უწევს. 

„შეუძლებელია ელჩს რაიმე კანონებით დაუპირისპირდე, როცა ის სხვა ქვეყანას წარმოადგენს. პირველად სახელმწიფო დეპარტამენტს დასჭირდა საკუთარი ელჩის დაცვა საქართველოში და ვისგან? - ხელისუფლებისგან ეს არის ყველაზე სამწუხარო ჩემთვის.

სათამაშო მოედანზე ფეხბურთელს რომ ყვითელ ბარათს ამოუღებენ ხოლმე, დაახლოებით, ამ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. პირველი შემთხვევაა ნამდვილად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტს საკუთარი ელჩის საქართველოში დაცვა მოუწია და ნუ დაგვავიწყდება, რომელ ქვეყანაზეა საუბარი - ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელმაც კოლოსალური ძალისხმევა გაიღო, უამრავი ფული დახარჯა იმისათვის, რომ საქართველოში დღეს ის დემოკრატიული სტანდარტი ყოფილიყო, როგორიც არის არშემდგარი, მაგრამ მაინც, თავისი დემოკრატიის ხარისხით რეგიონში გამორჩეული.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ კელი დეგნანს, ასევე, მადლობას ვუხდი კარლ ჰარცელს გაწეული სამუშაოსთვის, მათ ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღეს იმისათვის, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიზისი დაძლეულიყო“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას“ - ნედ პრაისი

👉 „ოცნებამ“ ამერიკის ელჩის გაწვევის სპეცოპერაცია წამოიწყო“ - გია ხუხაშვილი

👉 „ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი

👉 „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე“ - დევიდ მაკალისტერი

👉  „გვინდა დაგეხმაროთ, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები ბოლომდე იქნეს მიყვანილი“ - ვიოლა ფონ კრამონი