მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, რაც საქმეში იყო“ - ლაშა ჩხიკვაძე

მოსამართლე

„ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, რაც საქმეში იყო“, - ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „იმედის ეთერში“ განაცხადა.

 მისი თქმით, ნიკა გვარამიას საქმეზე მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო.

„​საქმეზე გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, რაც საქმეში იყო. ნამდვილად არ შევალ სიღრმეებში, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ბატონი ნიკას გასამართლება 2 ეპიზოდში მოხდა და ეს არ ეხებოდა მხოლოდ მანქანის ეპიზოდს და მანქანის ეპიზოდიც არასწორად მიაწოდეს საზოგადოებას. თუმცა, ნამდვილად ვერ შევაფასებ საკუთარ გადაწყვეტილებას. ამისთვის არსებობს ზედა ინსტანციები“, - აცხადებს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია დააპატიმრეს. 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გარდა ამისა, გვარამიას  ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 არ შეიძლება ასრულებდე უკანონო დავალებებს, ასამარებდე ქვეყანაში დემოკრატიას და გინდოდეს ამერიკისგან სასწავლო ვიზიტების დაფინანსება - დიტო საძაგლიშვილი

👉 აშშ-ის ელჩი ვალდებულია, ასეთ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, გააკეთოს ნათელი განმარტებები, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე - დიმიტრი ხუნდაძე

👉 მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას - თეა წულუკიანი

👉 ამ საკითხზე აშშ-ის საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს - გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე