პოლიტიკა

ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის დაპირისპირება
1632395284
დაკოპირებულია

ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ და 2 ოქტომბერს მიიღებთ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ“, - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ოფისის ტერიტორია დატოვა.

დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრები იმართება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი

„იმედი მქონდა, „სამართლიანობის ელფერისთვის“ ნაწილობრივ მაინც დატოვებდნ...

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 
1642428130
„წულუკიანი არის ძლიერი, ობიექტური და სამართლიანი მინისტრი და სწორედ ამიტომ მიადგნენ ეს ჭინკები, მაგრამ არაფერი გამოგივათ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლიდანაც ირკვევა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი სხვა ავტორს მიაკუთვნეს. 
1642431593
„კი ვიცით რა მუცლის გვრემაც აწუხებთ „ლიტერატურაზე შეყვარებულ“ უწიგნურებს და ეს გვრემა კიდევ უფრო გაუძლიერდებათ, როცა კულტურის სამინისტრო მუზეუმებიდან უკანონოდ გატანილი საგანძურების აღრიცხვას და შესწავლას დაიწყებს“, - ამ სტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ანა კალანდაძის ლექსის სხვა ავტორზე მიკუთვნებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს განცხადებას. 
1642431399
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
1642430863
ავტოსაგზაო შემთხვევა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, საქართველოში მასშტაბური ავარიის შე...

„ტვ პირველის მიერ გავრცელებული ვიდეო საქართველოში მასშტაბური ავარიის შესახებ სინამდვილეში რუსეთში, კიროვის ოლქში მოხდა“ - ექსპერტი ამირან სალუქვაძე ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, თითქოს მასშტაბური ავარია ქუთაისი-ბათუმის ავტობანზე მოხდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. 
ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0775 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.36 თეთრი შეადგინა.
ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, ყოველი დღე ორშაბათის გარდა, მოქა...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, ყოველი დღე ორშაბათის გარდა, მოქალაქეთა მიღების იქნება. როგორც მერმა აღნიშნა, გამგეობაში, მოქალაქეთა მიღება, ორშაბათის გარდა, ყოველდღე იწარმოებს და მათ პრობლემებს მოისმენს.
„თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ შეთავაზებულ თანხად შესაძლებელია ბინების შ...
„ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფო მიიჩნევს, იმ შემოთავაზებულ თანხად, რასაც დევნილებს სთავაზობს, 550 დოლარად, შესაძლებელია იმ ფართის ბინების შესყიდვა, მაშინ, პირველ რიგში, მან უნდა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.